Loading data...
არჩილ გორდულაძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად უნდა შეფასდეს და მათი ბოგინი ოპოზიციურ ველზე დასრულდეს

„საზოგადოება ბნელ ძალთა დაპირისპირების კიდევ ერთ სერიას ხედავს“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესების შეფასებისას.

მისივე თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად უნდა შეფასდეს.

„საზოგადოებისთვის უინტერესოა, გარე ძალების რომელი აგენტი რომელ აგენტს რა ბრალდებას წაუყენებს ან რა დაპირისპირების ფონზე წარიმართება მათი ურთიერთობები. ერთი ცხადია: ასეთი ძალები არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკაში, ერთხელ და სამუდამოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სამართლებრივად უნდა შეფასდეს და მათი ბოგინი ოპოზიციურ ველზე უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.