არჩილ გორდულაძე „კამიტის საქმეზე“: როდესაც ერთი თვის განმავლობაში ვერანაირი მუხტი ვერ აიწია, ახლა ცდილობს ადგილობრივი აგენტურა, რომ როგორმე უცხოელები შემოიყვანონ საქართველოში - ხავსს ეძებენ უცხოელებში
ერთი წლის შემდეგ გაახსენდათ გარკვეულ ადამიანებს, რომ რაიმე დაზიანება მიიღეს ერთი წლის წინანდელ ძალადობრივ აქციებში მონაწილეობის დროს, რასაც პირდაპირ მართულ კვალზე გავყავართ. რომლის დასაწყისიც იყო BBC-ის ის ე.წ ფილმი, რომელიც არის აბსოლუტური სიცრუით გაჯერებული, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „კამიტის საქმეზე“ საუბრისას.
გორდულაძის განცხადებით, „კამიტის საქმის“ ხელახალი წამოწევით, ოპოზიცია ცდილობს ხავსს ჩაეჭიდოს, სწორედ ამას ემსახურება უცხოელების შემოყვანა საქართველოში.
„BBC არღვევს საკუთარი თავის მიმართ დაწესებულ სტანდარტებსაც, რომ არაფერი ვთქვათ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებთან, ზოგადად მედიის საქმიანობასთან და ინფორმაციის გაშუქებასთან დაკავშირებით.
როდესაც ჩავარდა BBC-ის ფილმი და შედეგი ჩვენ ვნახეთ, რომ ზუსტად 3-4 დღეში სუსის მიერ წარმოებული გამოძიება დიდი წერტილი დაუსვა საქართველოზე დაწყებულ შეტევას, რომელიც დაიყო BBC-იმ, რომელსაც აჰყვნენ არ არჩეული ბიუროკრატები ევროპარლამენტიდან და სხვადასხვა თანამდებობის პირები ევროპული ქვეყნებიდან, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გადმოვიდა ადგილობრივ აგენტურასთან და როდესაც ერთი თვის განმავლობაში ვერანაირი მუხტი ვერ აიწია, ახლა ცდილობენ, რომ იმავენაირად როგორმე უცხოელები შემოიყვანონ საქართველოში, ზუსტად ეს არის უსამშობლოთა გაერთიანების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი, რომ ისინი საქართველოს არ სცემენ პატივს, შესაბამისად არ აქვთ ნდობას სტრუქტურების მიმართ და შესაბამისი პატივიც არ არის მათ მიერ გამოხატული.
მხოლოდ და მხოლოდ დახმარებას და ხავსს ეძებენ უცხოელებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც გაცხადებული აქვს არაერთხელ, რომ დიდი წერტილია გამოძიების მიერ დასმული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და უცხოელს თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი აქვს, შეუძლია მობრძანდეს კითხვები დასვას და ყველა ჰკითხავს გაეცემა პასუხი, მათ შორის წვდომაც ექნებათ შესაბამის მასალებთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის მთავარი შემოქმედი ნიკა გვარამიაა, რომელიც ე.წ გებელსისეული მეთოდით ცდილობს საზოგადოებაც ზემოქმედებას.
„ყველაზე საინტერესო ის არის, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვისი წარმოებულია. ეს არის ნიკა გვარამია, პატიმრობაში მყოფი პირი, რომელიც გამოიყენეს ამ კამპანიის დასაორგანიზებელად და ნიკა გვარამიას ნათქვამიც გვახსოვს, რომ „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ფაქტებს, მთავარი არის აღქმები და აღქმების შესაქმნელად აბსოლუტური ტყუილი უნდა იქნეს გამოყენებული ათასჯერ, რომ შემდეგ ეს სიმართლედ იქცეს“.
ზუსტად ასე იქცეოდნენ 1930-იან და 1920-იან წლებში ფაშისტური ქვეყნები, გებელსისეული ხელწერა. ჯერ უნდა შეიქმნას ერთი ე.წ წყარო, რომელსაც შედეგ უკვე მოიხმობენ უცხოელები ქართველებს, ქართველები უცხოელებს, რომელთა უკანაც ერთი და იგივე ძალები დგანან, რომელთა მიზანიც ისევ და ისევ საქართველოზე თავდასხმაა“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.