Loading data...
არჩილ გორდულაძე: ISFED-ის ახლანდელ ხელმძღვანელს აღიარებული აქვს, რომ ყიდულობდნენ პირბადეებს თუ სახის დამცავ სხვა საშუალებებს იმისთვის, რომ გადაეცათ თავიანთი თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციაში

„ISFED-ის ახლანდელ ხელმძღვანელს აღიარებული აქვს, რომ ყიდულობდნენ პირბადეებს თუ სახის დამცავ სხვა საშუალებებს იმისთვის, რომ გადაეცათ თავიანთი თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციაში“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას.

„ეს აქციები რომ ძალადობრივი იყო საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებმა, პარლამენტის შენობამ იცის, რადგან კვალი ამ ძალადობრივი აქციების ახლაც ატყვია საქართველოს პარლამენტის შენობას.

ანალოგი შეიძლება არც კი ჰქონდეს იმდენად ძალადობრივი იყო აქციები, თან დღეების განმავლობაში გრძელდებოდა. პირდაპირ ფინანსდებოდნენ ეს ადამიანები გარედან, მაგრამ ახლა უკვე, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ საქმეს და მათი ანგარიშების დაყადაღება მოხდა, ცდილობენ, რომ მიაწებონ იარლიყი ამ მიმდინარე საქმეს, პოლიტიზება მოახდინონ სისხლის სამართლებრივი საქმის, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.