არჩილ გორდულაძე: გახარიელებმა ჯერ დავალება მიიღეს, რომ ქვეყანა ეჯანჯღარებინათ, ახლა კი ახალი დავალება მოუვიდათ, პარლამენტში შემომივიდნენ
ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ აქვს დაკარგული სახე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. გახარიელებმა ჯერ დავალება მიიღეს, რომ ქვეყანა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ჩართულ სხვა ე.წ. პარტიებთან ერთად უნდა ეჯანჯღარებინათ, ახლა კი ახალი დავალება მოუვიდათ, რომ პარლამენტში უნდა შემომივიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათი პატრონებისთვის ცალსახა გახდა, რომ „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის ერთმანეთისგან გამიჯვნა და მხარდაჭერის უგულებელყოფა მხოლოდ ქუჩაში გადატრიალების მცდელობით შეუძლებელია.
„ახლა ვხედავთ, რომ სახე აქვთ დაკარგული და მათ მიერვე შეფასებულ არალეგიტიმურ პარლამენტში შემოვიდნენ. ეს ადამიანები საუბრობენ, რომ 89 დეპუტატი არალეგიტიმურია და მხოლოდ და მხოლოდ გახარიას თორმეტეულია ლეგიტიმური. ამ აბსოლუტურ ოქსიმორონამდე არიან მისულები“, - აღნიშნა გორდულაძემ.