Loading data...
არჩილ გორდულაძე: ძალადობას რაც არ უნდა სახელი დაარქვა, ძალადობა მაინც ძალადობაა, მთავარია შინაარსი და არა მისი დასახელება

„ჯერ ჯარიმა იყო, არ გახდა საკმარისი, ვინაიდან თვითონ კი არ გადაიხადეს, სხვამ გადაუხადა გარედან, შემოიტანეს თანხები“, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე დასმულ კითხვას, რომ აქციებზე მდგომ ახალგაზრდებთან და ადამიანებთან დაკავშირებული კანონები ხომ არ არის ძალიან მკაცრი.

არჩილ გორდულაძის თქმით, პირდაპირი ფონდები ჰქონდათ შექმნილი, სადაც გარედან მიღებულ თანხას უხდიდნენ ადამიანებს.

„ანუ, შენ დაარღვიე, პრობლემა არ არის, კანონს არღვევ. სამაგიეროდ, მე მოვდივარ და ვიხდი ამისთვის ფულს. მაშინ ამ კანონს რა მიზანი აქვს საერთოდ, ხომ ვერ შეასრულებს. ვერც შეასრულა. ამიტომ, ბოლოს იძულებულები გავხდით, იქამდე მივიდა ჩვენი გუნდი, რომ თუ კანონი გვინდა კანონობდეს, უნდა იყოს მკაცრი.

შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ შემდეგ ეს ყველაფერი 4 ოქტომბერში უნდა გადაიზარდოს. ან 4 ოქტომბრის მსგავს მოვლენებში, სადაც შეიძლება, რომ თურმე ხავერდოვნად, რბილად, ლამაზად ხელისუფლება გადავატრიალოთ. ძალადობას რაც არ უნდა სახელი დაარქვა, ძალადობა მაინც ძალადობაა. მთავარია შინაარსი და არა მისი დასახელება“, - აღნიშნა მან.