არჩილ გორდულაძე: ახალ თაობასთან კომუნიკაციით არის შესაძლებელი, რომ ერთად ავაშენოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს პარლამენტის წევრები, ასევე, მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ.
ინტერაქციულ რეჟიმში სტუმრებმა ახალგაზრდებს თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე იმსჯელეს. სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით მოისმინეს მათი მოსაზრებები.
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს უმასპინძლებს.
„ახალ თაობასთან კომუნიკაციით არის შესაძლებელი, რომ ერთად ავაშენოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი. ახალგაზრდები სვამენ ისეთ კითხვებს, რომელიც აქტუალურია საზოგადოებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებზე ყოველთვის არსებობდეს პასუხები და ჩვენ მათ ჩვენი პერსპექტივიდან ვესაუბროთ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.