Loading data...
არჩილ გორდულაძე: ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა მათ მიმართ და, შესაბამისად, გამოყენებულია შეწყალების შესაძლებლობა

„ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა მათ მიმართ და, შესაბამისად, გამოყენებულია შეწყალების შესაძლებლობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, არაერთხელ გაჟღერებულა, რომ თუ ადამიანი აღიარებს საკუთარ დანაშაულს და ნამოქმედარს მოინანიებს, სახელმწიფო მის მიმართ იქნება ჰუმანური.

„არაერთხელ გაჟღერებულა სახელმწიფოს მხრიდან, იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოები, კონკრეტულად პროკურატურა, მათ შორის, გენერალურ პროკურორსაც კი, საქართველოს პარლამენტში ანგარიშის მოსმენის დროსაც ჰქონდა გაჟღერებული, რომ, თუ ადამიანი აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მოინანიებს საკუთარ ნამოქმედარს, სახელმწიფო მის მიმართ იქნება ჰუმანური.

იგივე შემთხვევა არის, როდესაც პრეზიდენტმა თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილება გამოიყენა: ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა მათ მიმართ და, შესაბამისად, გამოყენებულია შეწყალების შესაძლებლობა“, - აღნიშნა გორდულაძემ.