Loading data...
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში კი არ უნდა ვერეოდეთ, არამედ პატივი ვცეთ საქართველოს - ჩვენ საქართველოს მთავრობასთან პრაგმატული და დიპლომატიური ურთიერთობა გვსურს

ვხედავთ გერმანიის ელჩის მიერ შიდა საქმეებში ჩარევას - ეს პრობლემაა. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში კი არ უნდა ვერეოდეთ, არამედ პატივი ვცეთ საქართველოს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან პრაგმატული და დიპლომატიური ურთიერთობა გვსურს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა.

როგორც მან აღნიშნა, არცერთ სხვა სახელმწიფოში არ არის ერთ სულ მოსახლეზე იმდენი უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეო“, რამდენიც საქართველოშია და აცხადებს, რომ ეს სერიოზული პრობლემაა.

„ასევე ვხედავთ გერმანიის ელჩის მიერ შიდა საქმეებში ჩარევას - ეს პრობლემაა. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში კი არ უნდა ვერეოდეთ, არამედ პატივი ვცეთ საქართველოს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან პრაგმატული ​​და დიპლომატიური ურთიერთობა გვსურს. თუმცა ისეთი ქმედებები, ანუ იმ „ენჯეოების“ დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობას ეწინააღმდეგებიან, პროვოკაციას წარმოადგენს.

გავიგეთ ჭორები, რომ ოპოზიციის ლიდერი, ხაზარაძე, ბინას აქირავებს გერმანიის ელჩზე. ეს თუ სიმართლეა, მაშინ ეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან პროვოკაცია იქნება, თუკი გერმანიის ელჩი ოპოზიციის ლიდერისგან ბინას ქირაობს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პასუხები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, აგრეთვე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მონაწილეობას შეეხებოდა.

ოფიციალურ ინფორმაციაში გერმანიის მთავრობა ასაჯაროებს თანხებს, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო.