ალექსანდრე რაქვიაშვილი: ის ხალხი, ვინც ტრამპს ლანძღავდა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ მის გვერდზე ფოტო მაინც გადაიღონ
„ის ხალხი, ვინც ტრამპს ლანძღავდა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ მის გვერდზე ფოტო მაინც გადაიღონ, ტრამპთან თუ არა, მის წარმომადგენელთან“, - ამის შესახებ „პირველ არხს“ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განუცხადა.
რაქვიაშვილი გამოეხმაურა 20 იანვარს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დასწრებას.
„რა გზით იშოვეს ეს ბილეთები ჩვენმა წარმომადგენლებმა, არ ვიცი. ერთი მარტო უილსონის შემთხვევაში აქვთ საჯაროდ გაცხადებული. შეიძლება ეყიდათ, შეიძლება ნაცნობები ჰყავდათ, ან შეიძლება უბრალოდ ვიღაცამ ჩათვალა, რომ მათი იქ ყოფნა მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ ეს, ფაქტობრივად, საჯარო ღონისძიებაა და არანაირი განსაკუთრებული საგარეო პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ეპოქა იწყება და ის ხალხი, ვინც ტრამპს ლანძღავდა, მას ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ მის გვერდზე ფოტო მაინც გადაიღონ, ტრამპთან თუ არა, მის წარმომადგენელთან“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.