ალექსანდრე რაქვიაშვილი ელენე ხოშტარიას დაკავებაზე: იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ხოშტარია წარმოადგენს, არანაირი პოლიტიკური პოზიცია არ გააჩნიათ და პოლიტიკური პერფორმანსი ერთადერთი შესაძლებლობაა, რაღაც აქტუალიზაცია შეინარჩუნონ

„პოლიტიკურ პერფორმანსს, რომელიც [ელენე] ხოშტარიამ მოაწყო, არა მგონია, განსაკუთრებული შინაარსი ჰქონდეს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილი გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას დაკავებას, რომელსაც ბრალად ედება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერების დაზიანება.
მისი თქმით, იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებსაც ხოშტარია წარმოადგენს, პოლიტიკური პერფორმანსი ერთადერთი შესაძლებლობაა, რაღაც აქტუალიზაცია შეინარჩუნონ.
„იცი, რომ წინაზე დაიჭირეს ადამიანი, განზრახ მიდიხარ იგივე ქმედებაზე. მეორე საკითხია, რომ ამ პოლიტიკურ პერფორმანსს, რომელიც ხოშტარიამ მოაწყო, არა მგონია, განსაკუთრებული შინაარსი ჰქონდეს, მაგრამ სიტუაციაში, როდესაც იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ხოშტარია წარმოადგენს, არანაირი პოლიტიკური პოზიცია არ გააჩნიათ, ალბათ, პოლიტიკური პერფორმანსი ერთადერთი შესაძლებლობაა, რაღაც აქტუალიზაცია შეინარჩუნონ“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.