Loading data...
ალექსანდრე რაქვიაშვილი: 100 და 200 ათასი კი არა, 10 ათასი ადამიანიც არ გასულა აქციაზე

„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციაზე 10 ათასი ადამიანიც არ გასულა.

„ეთერებში სხდებოდნენ და ამბობდნენ, გეგმა რა არის, რა გეტყვით, მერე გეტყვითო, დეკლარაციას წავიკითხავთო... რაც გაჟღერებული იყო, ის ხომ დაცინვა იყო ამომრჩევლის?.. ხალხს დასცინოდნენ და მაინც გავიდა [აქციაზე]. კარგი, 100 და 200 ათასი არ გასულა. ერთადერთი, ოდნავ ადეკვატური ფოტოა თავისუფლების მოედნის. 10 ათასი დავწერე [რაოდენობად], რომ არ მეწყენინებინა, თორემ 10 ათასიც არ არის. არა, რუსთაველზე კიდევ იყო ხალხიო... კარგი, ერთი 2 ათასი მიაწერე... იყოს 12 ათასი... თუ ძალიან ოპტიმისტი ხარ, დაუშვი, რომ ვიღაც წავიდა და მოვიდა იყო 14 ათასი... გამოდიხარ ტრიბუნიდან, ხედავ, რომ თავისუფლების მოედანი ვერც კი აავსე, ცარიელია - მესამედია... ბოდიში ხომ უნდა მოიხადო ხალხთან?“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „თავისუფალ ბაზარში“ საუბრისას.