Loading data...
ალექსანდრე ხვთისიაშვილი: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით, დღეს შესრულდება რეისი ომანიდან, მასკატის აეროპორტიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მისი თქმით, დღეს შესრულდება რეისი ომანიდან, მასკატის აეროპორტიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით.

„საქართველოს საელჩოები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და თანამშრომლობენ საქართველოს მოქალაქეებთან. მასკატის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას გაუწევენ ჩვენი საელჩოს თანამშრომლები, ცხელი ხაზი გააქტიურებულია და საქართველოს საელჩოს თანამშრომლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან ყურის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებთან“, - აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.