Loading data...
ალექსანდრე დარახველიძე: ევროპის არაერთი ქვეყანა ცვლის და ამკაცრებს თავის მიგრაციულ კანონმდებლობას და შემოდის სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც თავშესაფრის სისტემის ამგვარად, ანუ ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნით არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, მიგრაციის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ტურისტული მიზნით შემოსული ადამიანები რჩებოდნენ და არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებს იყენებდნენ, იმისთვის, რომ ქვეყანაში ყოფნის ვადები გაეხანგრძლივებინათ.

„დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში ტურისტული მიზნით შემოსული ადამიანები რჩებიან და იყენებენ სხვადასხვა საკანონმდებლო ხარვეზებს, რათა ხანგრძლივი ვადით დარჩნენ.“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, პრევენციის მიზნით, ევროპის არაერთი ქვეყანა, ამკაცრებს მიგრაციულ კანონმდებლობას.

„ევროპის არაერთი ქვეყანა ცვლის და ამკაცრებს თავის მიგრაციულ კანონმდებლობას და შემოდის სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც თავშესაფრის სისტემის ამგვარად, ანუ ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნით არსებობს. ვაკვირდებოდით იმ თანამედროვე მიდგომებს და კონკრეტულ საკითხებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება ამ მიმართულებით და ასევე ,ვაკვირდებოდით იმ პრაქტიკას, რაც ჩვენ ქვეყანაში არსებობდა“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.