1761918888
                
            
            
            
                პოლიტიკა
            
        აკაკი საღირაშვილი: ახალი შესაძლებლობები იხსნება შუა დერეფნის მიმართულებით, ეს ყველაფერი მიზანს ვერ მიაღწევს, თუ კვალიფიციური კადრები არ ეყოლება ქვეყანას, დარწმუნებული ვართ, ეს ყველაფერი ასახული იქნება განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმაში
 
        „ახალი შესაძლებლობები იხსნება შუა დერეფნის მიმართულებით. აქ, მთავარი კომპონენტი არის ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა“, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მიზანს ვერ მიაღწევს, თუ კვალიფიციური კადრები არ ეყოლება ქვეყანას, რომელიც საოპერაციო დონეზე უზრუნველყოფს შემდეგ ბიზნესის წარმოებას.
„კვალიფიციური კადრები არის გამოწვევა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი ასახული იქნება განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმაში“, - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
 
            