Loading data...
აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე: ერთადერთი, რასაც ეს ცვლილებები ემსახურება, არის ის, რომ მივიღოთ უფრო ეფექტიანი, დროში ეკონომიური, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს.

აკაკი ალადაშვილის განმარტებით, ცვლილებების მიზანი უფრო ეფექტიანი კოდექსის მიღებაა.

„წლების განმავლობაში საარჩევნო პროცესს ვაკვირდებოდით, გავითვალისწინეთ საერთაშორისო გამოცდილება და ერთადერთი, რასაც ეს ცვლილებები ემსახურება, არის ის, რომ მივიღოთ უფრო ეფექტიანი, დროში ეკონომიური, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსი“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.