აკაკი ალადაშვილი რუსოფობიურ განცხადებებზე: ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ როგორც რუსოფობიურ და რუსეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ აღგვიქვას, შეგვიჩეროს ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა
„ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ, როგორც რუსოფობიურ და რუსეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ აღგვიქვას, შეგვიჩეროს ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა რუსოფობიური განცხადებების შეფასებისას.
მან ისაუბრა, თუ რას ემსახურება ამჟამად მსგავსი განცხადებები.
„როდესაც დაიწყო ომი უკრაინაში, შემდეგ მათ მიიღეს დავალება, რომ უნდა გაბრაზებულიყვნენ ამაზე და გამხდარიყვნენ ყალბად ანტირუსები. როგორც სხვა, ქვეყნის დამაზიანებელი დავალებების შესრულებისას, შესაბამისად, ამ დავალების შესრულებასაც ისინი უმწიკვლოდ შეუდგნენ.
რას ემსახურება ახლა ეს რუსოფობია? - ხომ გახსოვთ, როდესაც ომი დაიწყო 2022 წელს, იყო მცდელობა, ჩვენ ჩავებით რუსეთთან ომში. იყო მცდელობა, დაგვეწესებინა ეკონომიკური სანქციები რუსეთზე. სწორედ ამასთან უნდა გავავლოთ პარალელი - იმ მოთხოვნასთან სანქციების დაწესებაზე.
ანალოგიურად, ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ, როგორც რუსოფობიური და რუსეთისთვის მტრული სახელმწიფო აღგვიქვას, შეგვიჩეროს ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.