1787120389
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ყველა შემდგარი სახელმწიფო პირველ რიგში ზრუნავს და ქმედებას აწარმოებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ ეს ვიხილეთ, როდესაც ერეკლე მეორემ გადადგა ნაბიჯი
„ყველა შემდგარი სახელმწიფო, პირველ რიგში, ზრუნავს და ქმედებას აწარმოებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს ვიხილეთ, როდესაც ერეკლე მეორემ ნაბიჯი გადადგა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აკაკი ალადაშვილმა.
დეპუტატმა პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა.
„ყველა შემდგარი სახელმწიფო, პირველ რიგში, ზრუნავს და ქმედებას აწარმოებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს ვიხილეთ, როდესაც ერეკლე მეორემ ნაბიჯი გადადგა (გეორგიევსკის ტრაქტატი) და ეს იყო განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. აბსოლუტურად საპირისპირო მაგალითი იყო სააკაშვილის მიერ გადადგმული ის ნაბიჯი, როდესაც 2008 წელს დაიწყო ომი და მან ეს ნაბიჯი გადადგა სხვისი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ალადაშვილმა.