Loading data...
აკაკი ალადაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ჩვენს შიდა საქმეებში ერევიან, არ აღიარებენ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს

„მერამდენე ყოვლად უსამართლო რეზოლუცია ვიხილეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი საქართველოს არ აღიარებს სუვერენულ სახელმწიფოდ და ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა.

„ისინი ითხოვენ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საკონსტიტუციო სარჩელის გატანას, შესაბამისად, აშკარად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში. არ აღიარებენ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს. ტერმინი პოლიტპატიმარი აბსოლუტურად გააუფასურეს. საუბარი არის დამნაშავეებზე, რომლებმაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, რის გამოც იხდიან სასჯელს“, - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.