Loading data...
აკაკი ალადაშვილი ევრობიურიკრატების განცხადებების შესახებ: ეს არის, რა თქმა უნდა, ცალსახად ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებები შეაფასა, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება.

„ეს არის, რა თქმა უნდა, ცალსახად ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს ავტორები, ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ, ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობები არიან. ესენი არიან ადამიანები, რომელთა ავტორობითაც ევროპარლამენტმა მიიღო რამდენიმე რეზოლუცია, სადაც ისინი დიქტატორ სააკაშვილს მოიხსენიებენ «დემოკრატიის შუქურად», «პოლიტპატიმრად». ამდენი უსამართლო რეზოლუციის მერე ქართულმა საზოგადოებამ ისინი კარგად გაიცნო და მათი ეს განცხადებები საინტერესო აღარ არის“, - აღნიშნა ალადაშვილმა.