1748876608
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი გაბუნიას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აჭარაში კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ასევე, საერთო ხედვებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში, ინოვაციური კულტურული პროექტების მხარდაჭერის გზებსა და ახალგაზრდების კულტურულ პროცესებში ჩართვის საკითხებზე იმსჯელეს.