Loading data...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დღეს პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სექტორების გაძლიერება და რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.