Loading data...
ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე

„დღეს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე და იმედი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი ბავშვისთვის და მათი ოჯახებისთვის. მინდა ბავშვებს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფოს კი მაქსიმალური ხელშეწყობა ამ ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ კომიტეტის სხდომაზე.

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო.