თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციამ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის კომპლექსი დაათვალიერა
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით, თურქეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის კომპლექსს ეწვია.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრები თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის TUSAŞ-ის გენერალურ დირექტორ პროფესორ მეჰმეთ დემიროღლუსთან და თურქეთის სამხედრო მრეწველობის ვიცე-თავმჯდომარე, პროფესორ ჰაქან კარატაშთან გამართეს და თურქეთის თავდაცვისა და აერონავტიკის სექტორებში არსებულ მდგომარეობაზე პრეზენტაცია მოისმინეს.
კომპლექსის დათვალიერებისას, საპარლამენტო დელეგაცია, კომპანიის უახლესი ტექნოლოგიების, ინოვაციური პროექტებისა და ეროვნული თავდაცვისა და ავიაციის სფეროში შეტანილი წვლილის შესახებ ინფორმაციას გაეცნო.
საპარლამენტო დელეგაციაში კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები – გია ბენაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე და კომიტეტის წევრი იოსებ ჯორბენაძე შედიან.