Loading data...
სპორტისა და დიასპორის კომიტეტების წევრებმა ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

სპორტისა და დიასპორის კომიტეტების წევრებმა ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში სპორტული ობიექტები დაათვალიერეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

პარლამენტის წევრები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

კომიტეტების წევრები ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათ სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის შესახებ ესაუბრნენ.

პარლამენტის წევრებთან ერთად ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ: ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დელეგატი გოჩა ენუქიძე, კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.