Loading data...
შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ბრაზილიის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, კარლოს მარტინს სეგლიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი ურთიერთობები.

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე. შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა ბრაზილიის პარლამენტის – ეროვნული კონგრესის ქვედა, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან ქ. ჟენევაში გამართული ნაყოფიერი შეხვედრა.

მხარეებმა, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარებაზე.

შალვა პაპუაშვილმა ელჩს საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ესაუბრა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიის რეგიონული პოლიტიკა, ასევე, 2026 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრაზილიის მომზადების პროცესი.

შალვა პაპუაშვილმა ელჩს მის საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.