Loading data...
შალვა პაპუაშვილმა ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ირანის ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილურობისათვის.

მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის დადებითი დინამიკა, რომელსაც საქართველოსა და ირანის მთავრობები ხელს უწყობდნენ, იმედის მომცემია და სამომავლოდ, დაეხმარება რეგიონში თანამშრომლობისა გაღრმავებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობის მნიშვნელობას ხალხებს შორის კავშირების გაფართოებისათვის და ორი ქვეყნის ხელისუფლების თანამშრომლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.

მან ირანის ელჩს მადლობა გადაუხადა ირანის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე ელჩის მიერ გაწეული სამუშაოსთვის და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.