1791194736
პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც ტანზანიის ქალაქ არუშაში გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.