Loading data...
საკანონმდებლო ორგანომ გიორგი ცაგარეიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ გიორგი ცაგარეიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს 76 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.

გიორგი ცაგარეიშვილი საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და რამდენადაც ეს თანამდებობა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან დღის წესრიგში დადგა მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.