1789558727
პარლამენტი
პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, 1 წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, ორი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ უწყებად - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
ამასთან, უქმდება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.