პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა.
როგორც მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ განაცხადა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ავტორიზაციის/აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ჩაითვლება ავტორიზებულად, საგანმანათლებლო პროგრამა - აკრედიტებულად, ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
ავტორიზაციის და აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივების წესი და პირობები კი დამატებით დადგენილი იქნება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებით.
მისივე თქმით, ცვლილების მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების უწყვეტი ფუნქციონირება.