1764083751
პარლამენტი
პარლამენტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას.
კანონპროექტის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა ნაცვლად 4 წლისა, განისაზღვრება 6 წლით.
ამასთანავე, ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა გავრცელდება ამ ცვლილების ამოქმედებამდე ავტორიზებულ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე. აღნიშნული დაწესებულებები ავტორიზებულად ჩაითვლებიან ავტორიზაციის მინიჭებიდან 6 წლის ვადით.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.