Loading data...
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

„საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას დახურულად აცხადებს“, - აღნიშნა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანო მუშაობას საგაზაფხულო სესიაზე, თებერვლის პირველ სამშაბათს განაახლებს.