Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნულ დიპლომატიურ აკადემიაში მოხსენებით წარდგა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვიზიტად კორეის რესპუბლიკაში, სეულში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის ეროვნული დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელთან, ჩოე ჰიონგ ჩანთან. შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარება იყო.

შეხვედრის შემდეგ დიპლომატიური აკადემიის პროფესორებსა და ექსპერტებთან დისკუსია გაიმართა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.

აღნიშნულ დისკუსიაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მოხსენებით გამოვიდა. ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და უკრაინაში რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.