ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა.
განხილვის მთავარ საკითხს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება წარმოადგენდა.
შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე ისაუბრა.
მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდსა და მის შედეგებზე ისაუბრეს.
„ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში კრისტოფ შპეტთან შეხვედრაზე განხილვის ძირითადი საკითხი იყო ოკუპირებული რეგიონები. ვისაუბრეთ 18-19 მარტს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდზე და კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას ქართული მხარისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.