Loading data...
ნდობის ჯგუფმა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობას შესახებ ინფორმაცია მოისმინა

პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების მიერ განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაცნობას აგრძელებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ნდობის ჯგუფს სხდომაზე ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ საიდუმლო შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც 2025 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა. საუბარი შეეხო უწყების მხრიდან როგორც ლოგისტიკური, ასევე ტექნიკის განახლების მიმართულებით შესრულებულ სამუშაოებს.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების მიერ განხორციელებული საიდუმლო შესყიდვები მკაცრად კონტროლდება. აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფს შესაბამისი ინფორმაცია წარედგინება, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციებს გასცემს. თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზების განახლება და ინფრასტრუქტურის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მოდერნიზება ხორციელდება. ეს შეეხება როგორც საცხოვრებელ ყაზარმებს, ასევე სასადილოებს და ბაზებზე განთავსებულ სხვადასხვა ობიექტს“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ნდობის ჯგუფის შეხვედრას ჯგუფის წევრები: არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე დაესწრნენ.