Loading data...
მახაშვილი პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ შესახებ: ისე არ მოიქცნენ, რომ თუ ახლა რამდენიმე ადამიანი უჭერს მათ მხარს, 3 წლის თავზე საერთოდ ყველამ მოიძულოს

„ყველაფერს ველოდი, გარდა იმისა, რომ თამარ ხვედელიანი თავის პირველივე გამოსვლაში კოლეგების შეურაცხყოფას დაიწყებდა. ვსაუბრობ თენგიზ შარმანაშვილისადმი მის მიმართვაზე, როდესაც იგი მიხეილ სააკაშვილის ელჩად მოიხსენია. მან შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ თენგიზს და მასთან ერთად, დიპლომატიურ კორპუსს, ელჩებს და მთლიანად საჯარო სამსახურს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის თამარ ხვედელიანის განცხადებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ლევან მახაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„ისე არ მოიქცნენ, რომ თუ ახლა რამდენიმე ადამიანი უჭერს მათ მხარს, 3 წლის თავზე საერთოდ ყველამ მოიძულოს. შეიძლება თქვენ გქონდეთ სურვილი, რომ პოლიტიკური განცხადებებით ვინმეს დისკრედიტაცია მოახდინოთ, თუმცა, დარწმუნებული იყავით, ამით საკუთარ თავს უფრო უთხრით ძირს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, რაც არავის ინტერესში არ არის. პატივი ეცით თქვეს კოლეგებს, იმ ადამიანებს, რომლებიც საერთაშორისო არენაზე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას კი არ იცავენ, არამედ თქვენს, თქვენი ოჯახისა და მთლიანად ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.