Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონისთვის და მისი როლის გაძლიერების შესაძლებლობები.

ასევე, განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობების მნიშვნელობა საქართველოსთვის, ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის სხვა მიმართულებები.

ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა.