1790691781
პარლამენტი
ლევან მახაშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს დაგეგმილ ვიზიტებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.