Loading data...
კულტურის კომიტეტმა „კულტურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

კულტურის კომიტეტმა „კულტურის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი კულტურის მინისტრის მოადგილემ ბექა დავითულიანმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, კულტურის სფეროში პროგრამების ხელშეწყობისა და დაფინანსების შესაძლებლობა, კულტურის სამინისტროს გარდა, სსიპ-საც ექნება, კულტურის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.