Loading data...
კულტურის კომიტეტმა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონში ცვლილება.

საკითხი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, 2026 წლის პირველი იანვრიდან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაცვლად, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ, კულტურის სამინისტრო განისაზღვრება.

„ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის და გულისხმობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩანაცვლებას საქართველოს კულტურის სამინისტროთი. ამდენად, ცვლილება არ შეეხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს და ბიუჯეტის შემცირებას“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

კომიტეტმა საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.