Loading data...
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.

ღონისძიების ფარგლებში მულტიფუნქციური საბავშვო სივრცის - „თამაშობანა“ წარმომადგენლებმა ბავშვებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს.

მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უსაფრთხო და საჭიროებებზე მორგებულ გარემოში ჩართულიყვნენ როგორც გასართობ, ასევე შემეცნებით აქტივობებში.

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა, რომელიც 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად დააწესა. მისი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და აუტისტური სპექტრის მქონე პირების მხარდაჭერის გაძლიერებაა.

ღონისძიებას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა ესწრებოდნენ.