ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ბორჯომში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ბორჯომში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმასა და უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) საკითხებზე. ასევე „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების მდგომარეობისა და ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“, „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ კანონებით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების მდგომარეობის თაობაზე.
გასვლითი შეხვედრის მონაწილეებმა 2026 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ დაგეგმილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივების, აგრეთვე სოციალურად დაუცველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის თაობაზე სამინისტროს ინფორმაცია მოისმინეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინა წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები: ლადო კახაძე, ზაალ მიქელაძე, ვახტანგ თურნავა, რიმა ბერაძე და ირმა ზავრადაშვილი.