Loading data...
გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

შეხვედრაზე კულტურისა და განათლების სფეროში არსებული საკითხები განიხილეს.

გიორგი გაბუნიამ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„შეხვედრისას ვისაუბრეთ კულტურის სფეროში არსებულ გამოწვევებზე. კულტურის კომიტეტი მზად არის, ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა დაესწრონ კომიტეტის სხდომებს და ჩაერთონ საკომიტეტო საქმიანობაში. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას ჰქონდეს შესაძლებლობა უფრო უკეთ გაეცნოს საპარლამენტო ცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.