Loading data...
გიორგი გაბუნია ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ოზურგეთში ქართული ტრადიციული მუსიკის გამორჩეული წარმომადგენლის, ფოლკლორისტისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

ბიუსტის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას, გიორგი გაბუნიამ ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლსა და ქართული ხალხური მუსიკის შენარჩუნების, დაცვისა და პოპულარიზაციის, ასევე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განვითარების საქმეში განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.

ანზორ ერქომაიშვილის სახელს უკავშირდება ქართული ხალხური სიმღერის არაერთი უნიკალური ნიმუშის გადარჩენა, მოძიება, შეკრება და აღდგენა. მისმა მრავალწლიანმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული მრავალხმიანი სიმღერის ტრადიციის შენარჩუნებაში, მის მეცნიერულ შესწავლასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში.

ოზურგეთში ახლად გახსნილი ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე.