გიორგი გაბუნია ჩინეთში „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალში“ მონაწილეობს

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია პეკინში, „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალზე“ იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მინისტერიალი წელს პირველად იმართება, რომელსაც 140 ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტელევიზიის, კინოს, მეცნიერების და ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის, სპორტის და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
სესიის გახსნისას მონაწილეებმა თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
მინისტერიალის ჩატარების ინიციატივა გამოხატავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მზაობას, კაცობრიობის პროგრესის წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, მსოფლიოს ქვეყნებთან ითანამშრომლოს.
გლობალურ ცივილიზაციებს შორის დიალოგის იდეა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძიპინმა 2023 წელს წამოაყენა.