Loading data...
გელა სამხარაულმა ქართული ხორბლის კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა ქართული ხორბლის კულტურის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საპატრიარქოსა და ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ქართული ხორბლის დაცვასა და პოპულარიზაციას შეეხება.

„იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის შემდეგ ამ აღიარებას არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მეტი განვითარება სჭირდება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე წინა მოსამზადებელ პროცესებში ჩართული მონაწილეები შევიკრიბეთ და სამომავლო გეგმებზე ერთობლივად ვიმსჯელეთ. ჩვენი მიზანია, ქართული ხორბლის კულტურის საერთაშორისო აღიარება სამომავლოდ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის გამოვიყენოთ. ქართული ხორბალი და ის ენდემური ჯიშები, რომლებიც გვაქვს, უნიკალურია და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი გაცნობა დადებითი შედეგის მომტანია როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ტურიზმის განვითარების კუთხითაც“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

სამუშაო შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების შეჯერების შემდეგ სამოქმედო გეგმა მომზადდება, რომელიც ქართული ხორბლის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.