„ზოგიერთი ქვეყანა დიდ ენთუზიაზმს არ ავლენს“ - ტრამპი მოკავშირეებს აკრიტიკებს, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებაზე უარი განაცხადეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ჰორმუზის სრუტის დაცვაში მონაწილეობა მიიღონ.
ზოგი ამას დიდი ენთუზიაზმით ეკიდება, ზოგი კი - არა. მათ შორის არიან ქვეყნები, რომლებსაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვუწევდით დახმარებას. ჩვენ მათ გარე საფრთხეებისგან ვიცავდით, მაგრამ მათ განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ. ენთუზიაზმის დონე კი ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მოკავშირეები აშშ-ს ირანთან ომში არ დაეხმარებიან, ნატოს მომავლისთვის ეს „ძალიან ცუდი იქნება.“
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მოწოდების მიხედვით გერმანია ჰორმუზის სრუტეში საბრძოლო ხომალდებს არ გააგზავნის.
ტრამპის წინადადებაზე ასევე უარი თქვეს ესპანეთმა და პოლონეთმაც.