1771438822
უცხოეთი
ჟენევაში უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა
ჟენევაში ძირითადი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის რუსტემ უმეროვის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეხვედრაზე ორივე დელეგაციის ხელმძღვანელები რუსტემ უმეროვი და ვლადიმერ მედინსკი იმყოფებოდნენ.
როგორც უკრაინული მედია წერს, შეხვედრა დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა, თუმცა უცნობია, რა თემები განიხილეს მხარეებმა.
მანამდე, გამოცემა „აქსიოსმა“ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ჩიხში შესვლა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ მედინსკის მიერ წარმოდგენილი პოზიციით იყო განპირობებული.