1771409430
უცხოეთი
ჟენევაში სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დასრულდა - ვლადიმერ მედინსკიმ მას „რთული, მაგრამ საქმიანი“ უწოდა
ჟენევაში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დასრულდა.
მოლაპარაკებები დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
„მოლაპარაკებები რთული, მაგრამ საქმიანი იყო“, - განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინის საკითხზე ახალი შეხვედრა მალე გაიმართება.
წყარომ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ დღეს შემდგომი დიალოგი მოსალოდნელი არ არის.
სამმხრივი მოლაპარაკებები ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართა.
მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი უძღვებოდნენ.