ზელენსკის თქმით, უკრაინის წარმომადგენლები დღეს ბრიუსელში ევროპელ კოლეგებთან შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი ტრამპის გუნდთან ახალ შეხვედრას მოამზადებენ
დღეს, 3 დეკემბერს, უკრაინის წარმომადგენლები ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით ბრიუსელში ევროპელ ლიდერებს შეხვდებიან და აშშ-სა და რუსეთს შორის 2 დეკემბერს გამართული კონტაქტების შედეგებზე მიაწვდიან ინფორმაციას. შემდეგ კი ტრამპის გუნდთან ახალი შეხვედრისთვის მოემზადებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უმეროვმა მას ბრიუსელში ევროპელი ლიდერების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან დღევანდელი შეხვედრებისთვის მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი დაესწრება.
„უკრაინის წარმომადგენლები ევროპაში თავიანთ კოლეგებს აცნობებენ იმის შესახებ, რაც ცნობილია მოსკოვში ამერიკულ მხარესთან გუშინდელი კონტაქტების შემდეგ და ასევე განიხილავენ ევროპული კომპონენტის საკითხს საჭირო უსაფრთხოების არქიტექტურაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ ბრიუსელის შემდეგ რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრას მოამზადებენ.
„როგორც ყოველთვის, უკრაინა კონსტრუქციულად იმუშავებს რეალური მშვიდობისთვის. მოუთმენლად ველი ევროპაში დღევანდელი შეხვედრების შედეგების შესახებ ახალ ანგარიშს“, - წერს ზელენსკი.
Рустем Умєров доповів про підготовку сьогоднішніх зустрічей у Брюсселі з радниками з питань національної безпеки європейських лідерів. Разом із секретарем РНБО України на зустрічах буде начальник Генштабу Андрій Гнатов. Це постійна наша координація з партнерами, і ми забезпечуємо…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 3, 2025